воскресенье, 27 сентября 2015 г.

კურსის რეფლექსია

კურსის დასრულების შემდეგ,შვებით ამოვისუნთქეთ და რჩეული მოთხოვნების შესრულებას დაუბრუნდით.კვლევამ გვაჩვენა,რომ შესწავლის სისტემატიური ანალიზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სასწავლო მიზნებისთვის,აქვე შევისწავლეთ როგორ გავუზიაროთ ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული შეფასება.საპრეზენტაციო ჩვენება საზოგადოების შესაზლებლობას გვაძლევს და ამდენად მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნის საუკეთესო საშუალებაა.ამ პროექტის დახმარებით შევავსე პორთფოლიო. 

суббота, 26 сентября 2015 г.

მერვე დღე

მოცემულ მოდულში განვიხილეთ,როგორ შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძვნებული სწავლების წარმართვისას,ასევე ვიმსჯელეთ,როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობებისთვის.ამავე მოდულის ფარგლებში,ჩვენ შევქმენით დოკუმენტი,პრეზენტაცია.ასევე დავგეგმეთ თემის ფარგლებში სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები და შევქმენით მასალები მოსწავლეების მიერ პროექტებზე მუშაობის პროცესში ტექნოლოგიების ხელშეწყობისთვის.

суббота, 19 сентября 2015 г.

ამ მოდულში გავეცანით თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების ,21-ე საუკუნისა და მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ჩვენს პროექტზე მუშაობისას.მოდულის ბოლოს,ჩვენ გამოვვიყენეთ დარჩენილი დრო,რათა გადავხედოთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს,შევამოწმეთ ამ ნაშრომში შემავალი ყველა დოკუმენტი,თემის მიზნებთან შესაბამისობის კუთხით. 

суббота, 12 сентября 2015 г.

ამ მოდულში ვიმსჯელეთ,თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენს თემაში ინტერნეტს,განვიხილეთ თუ როგორ უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენება.ასევე დავგეგმეთ და შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის ვიკის და ბლოგის ნიმუშებს კონკრეტული სასწავლო მიზნებისთვის.

вторник, 8 сентября 2015 г.

მეოთხე დღე

მეოთხე დღე საინტერესო და დატვირთული იყო.ამ მოდულში შევისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა.პირველ რიგში გამოვავლინეთ სტანდარტით განსაზღვრული შედეგები,რომელთა მიღწევაც გვსურს.შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზი და განვსაზღვრეთ შეფასების ფორმები,შევქმენით შეფასების რუბრიკები,რომელთა მეშვეობითაც შევაფასეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნა და გავზომეთ მოსწავლეთა საჭიროებები.

воскресенье, 6 сентября 2015 г.

მესამე დღეს,  მეორე მოდულში ჩვენ შევისწავლეთ პროექტების გეგმაზე მუშაობა.მათზე დაყრდნობით დავისახეთ სასწავლო მიზნები.მიმდინარე შეფასების მეთოდების განხილვის შემდეგ,შევადგენთ დროში გაწერილ შეფასების გეგმის მონახაზს და განვსაზღვრავთ შეფასების ფორმებს.რომელთა მეშვეობითაც შევაფასებთ მოსწავლეთა წინარე ცოდნას და გავზომავთ მოსწავლეთა საჭიროებებს.

пятница, 4 сентября 2015 г.

კოპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით,ინტელის ძირითადი კურსი დაგვეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის,შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ,უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.